“მეოთხე მედალი საქართველოს ნაკრებისათვის! ლადო ჭინჭარაულმა ბრწყინვალედ იასპარეზა შაშხანიდან 50 მ. სროლაში” – იონათამიშვილი

“მეოთხე მედალი საქართველოს ნაკრებისათვის! ლადო ჭინჭარაულმა ბრწყინვალედ იასპარეზა შაშხანიდან 50 მ. სროლაში (კატეგორია R9) და ვერცხლის მედალოსანია! აღსანიშნავია, რომ ოქრომდე სულ ორი ქულა დააკლდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პარალიმპიადაზე საქართველოს მიერ მეოთხე მედლის მოპოვებას ეხმაურება.

”სპორტის ოთხი სახეობიდან ოთხივემ მედალი აიღო, ლადოს ეს მედალი კი იმით არის ორმაგად ძვირფასი, რომ მან კარიერის მე-12 წელს აჩვენა საუკეთესო შედეგები! ჯერ ევროპაზე გახდა ვიცე-ჩემპიონი, ახლა პარალიმპიადაზე!

გილოცავ, ხევსურო, როგორ გაგვახარე ყველა!!!” – წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები