გოგა ხაინდრავა გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება.

“ელჩი ფიშერი: ამ კანონის პირობებში, თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ეს არ განიხილება. განიხილება ჰერ ფიშერ! ისევე, როგორც თქვენი, დიპლომატისთვის შეუფერებელი, ფინანსური და პოლიტიკური კავშირები თაღლითობაზე მსჯავრდებულ, პოლიტიკას თავშეფარებულ ხაზარაძესთან!”,- წერს ხაინდრავა X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ “გამჭვირვალობის” კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან. “ამ კანონის პირობებში, თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ეს არ განიხილება” – აღნიშნავს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები