“ვალენსიაზე“ და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ” – მამარდაშვილი

VITORIA-GASTEIZ, SPAIN - SEPTEMBER 02: Giorgi Mamardashvili of Valencia CF reacts during the LaLiga EA Sports match between Deportivo Alaves and Valencia CF at Estadio de Mendizorroza on September 02, 2023 in Vitoria-Gasteiz, Spain. (Photo by Juan Manuel Serrano Arce/Getty Images)

“ვალენსიაზე“ და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ინსტაგრამზე” წერს.

„ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა, მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.

ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!“, – წერს მამარდაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა  „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა. ის კლუბს 2025 წლიდან შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები