ლევან ნიკოლეიშვილი: აღმოჩნდა, მთელი რიგი პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ-სად არიან NDI და IRI, არ აინტერესებთ გრანტების და დაფინანსების გამჭვირვალობა? ასე აპირებენ სადამკვირვებლო მისიების შესრულებას?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ბიურო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს უზრუნველყონ მათ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რათა დაფინანსებული ღონისძიებები პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად არ იყოს გამოყენებული.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ამ ქვეყნის ავის მოსურნეები პირდაპირ და დაუფარავად აპირებენ საარჩევნოდ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას და მერე რევოლუციაც ახლოს იქნება?!

„ანტიკორუფციული ბიუროს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“.

ამ შემთხვევაში ჩნდება ძალიან მარტივი შეკითხვა იმ უცხოელი პოლიტიკოსების და ე.წ. მეგობრების მიმართ, რომელიც მკაცრად ითხოვენ საქართველოსგან მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რა პოზიცია აქვთ ასეთი უმსგავსობების მიმართ?

სად არიან ცნობილი NDI და IRI, მათ არ აინტერესებთ გრანტების და დაფინანსების გამჭვირვალობა? ასე აპირებენ თავიანთი სადამკვირვებლო მისიების შესრულებას?

როგორც ჩანს ამ ქვეყნის ავის მოსურნეები პირდაპირ და დაუფარავად აპირებენ საარჩევნოდ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას და მერე რევოლუციაც ახლოს იქნება?! ერთ დანამდვილებით ვიცი ამ ქვეყნის ბედს მისი ღირსეული ამომრჩეველი გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა ასეთი მავნებლობები არჩევნების წინ და მერეც ბევრი იქნება, რომელიც აუცილებლად კრახით დამთავრდება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები