ირაკლი ქადაგიშვილი – დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე: თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დავით ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.

„კლავიატურის იქით გაიხედავ, თუ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში დაინახავთ, რომ კახეთი მდიდრდება და ეს კახეთის ეკონომიკის, კახეთში მიმდინარე სოფლის მეურნეობის და აგრარული პოლიტიკის, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგია. თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე. ამ რუსული მესიჯის მსხვერპლი არიან უკვე და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოელით აი, ამ რუსული მესიჯის გამო მთელს ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები