“სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული აღმოჩენილიყო და ხალხს ენახა, ვინ საიდან ფინანსდებოდა” – მაჭარაშვილი
“სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული აღმოჩენილიყო და ხალხს ენახა, ვინ საიდან ფინანსდებოდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ოპოზიციური რადიკალური პარტიები არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, არამედ ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და 28 ოქტომბრისთვის და ა.შ. რაც პირდაპირ კავშირშია იმ უცხოურ ძალასთან, რომელიც აფინანსებს ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული აღმოჩენილიყო და ხალხს ენახა, ვინ საიდან ფინანსდებოდა. და ახლა არა მხოლოდ გააგრძელეს ამ შავი ფულით დაფინანსება „ენჯეო“ სექტორის მიმართ, არამედ პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში ჩართეს „ენჯეო“ სექტორი და კანონისთვის გვერდი, რომ აევლოთ, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონისთვის, აფინანსებენ „ენჯეო“ სექტორს. სამწუხაროდ, NDI და IRI პირდაპირ იყვნენ ჩართული პოლიტიკური პროცესების დაფინანსებებში და აქციების დაფინანსებებში, პოლიტიკური აქციების დაფინანსებებში. ახლა ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგმა პირდაპირ კითხვის ნიშნები დასვა აი ამ ორი ორგანიზაციის, საერთაშორისო დონორების მიმართ“, – განმარტა მაჭარაშვილმა.