„ჩვენ ვხედავთ ფსევდოფესტივალებს, რომლებიც არა დემოკრატიაზე, არამედ ავტორიტარიზმზე არის” – მათიკაშვილი
„ჩვენ ვხედავთ ფსევდოფესტივალებს, რომლებიც რეალურად არა დემოკრატიაზე, არამედ ავტორიტარიზმზე არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულ ფესტივალებზე “არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერები, დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტები გამოფენილი ბანერების სახით, სადაც არის მოწოდებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე ან პირიქით, კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების თვალსაზრისით”.
“ეს არის ის პროცესი, რომელიც კონტროლდება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ამ ფორმით უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით დაფინანსება დაუშვებელი და აკრძალულია”, – განმარტავს დეპუტატი.