ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებულები არიან საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის
“სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებულები არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის. ფინანსური მექანიზმები არის ამისთვის გამოყოფილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების უხეში დარღვევაა, როდესაც უცხო ქვეყანა, უცხო ფინანსები აფინანსებენ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს.
„ეს კიდევ ერთხელ დასტურდება, აი ამ გზავნილით, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ანტიკორუფციულმა სამსახურმა ვალდებულება დააკისრა კონკრეტულ „თავისუფლების მოედანს“ და მის წევრებს, რომ მათ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებს ეკუთვნის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების წარმოება. ეს არის ზოგადად, მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების უხეში დარღვევა, როდესაც უცხო ქვეყანა, უცხო ფინანსები აფინანსებენ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს და რა თქმა უნდა არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.