გია აბაშიძე: საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპა – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო“, „ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“, ელენე ხოშტარია, „ახალი ერთობა გვარამია-მელია“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

აბაშიძის თქმით, საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან .წ. NGO-ები ასევე “ნაცსტრუქტურები” არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა.

“ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე – საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან ე.წ. NGO-ები ასევე “ნაცსტრუქტურები” არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა! ეს არც “რუსული” სტილია და არც “ავტორიტარული” – ანგარიშვალდებულება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

აღნიშნულმა აქტორებმა ეს კარგად იციან, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს “შავი ფული” აფინანსებს და არა კეთილსინდისიერი შემოწირულობები, მაგრამ ანტიქართულ საქმიანობაში ყველას კანონით გათვალისწინებული კრახი ელოდება”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები