ზაზა ლომინაძე: ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს

დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს, – ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, ხოლო ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, ფულადი ჯილდოც მიიღეს.

„დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.
ჩემპიონებმა და პრიზიორებმა განსაზღვრული ფულადი ჯილდოც მიიღეს“, – წერს ლომინაძე.

მოლდოვაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 47 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც – მათ 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები