2024 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 8.2 პროცენტით გაიზარდა
2024 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 8.2 პროცენტით გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.2 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.08 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები -0.7 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.