“მინდა, მოვუწოდო გოგოებს, რომ იაქტიურონ; საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი” – ქოჩორაშვილი
“მინდა, მოვუწოდო გოგოებს, რომ იაქტიურონ. საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
“ვხედავთ, ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს და, რა თქმა უნდა, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა”, – აღნიშნა ფეხბურთელმა ვიდეომიმართვისას.