ენტონი ბლინკენი – ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა.
”ეს არის გადამწყვეტი მომენტი – ალბათ, საუკეთესო, შესაძლოა უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და იმისთვის, რომ ყველა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას დაადგეს “,- განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ის ასევე მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის ფონზე, რეგიონული ესკალაცია არ მოხდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გუშინ ჩავიდა. დღეს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.