პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა. ამის შესახებ ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ,,ევროპული საქართველო” ერთ-ერთი პროდასავლური პარტიაა.
„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია „ევროპული საქართველო” და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოსა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.