თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ტყის ხანძარი, რომელიც ქვეყნის დასავლეთით, თურქეთის კურორტ იზმირში გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო ჯერჯერობით მათ კონტროლს არ ექვემდებარება.
„იზმირში ტყის ხანძრების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო ბრძოლა გრძელდება. სატყეო გუნდების გარდა, კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD), პოლიციის, ჟანდარმერიის, სახანძრო ბრიგადის და მუნიციპალიტეტების მაშველები უწყვეტად მუშაობენ“, – განაცხადეს პრეზიდენტის ოფისში.
მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 5 თვითმფრინავი, 15 შვეულმფრენი, 46 სახმელეთო მანქანა, 10 წყალსადენი, 4 ბულდოზერი და 4 სახმელეთო ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის კურორტ იზმირის ტყეში პარასკევს, 16 აგვისტოს დილით გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ ადგილებში გავრცელდა და რამდენიმე სახლი მთლიანად დაიწვა.