“ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით” – ივანე ჩხაიძე

“ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ყივანახველის სტატისტიკა არ არის წარმოდგენილი რესპირაციულ ვირუსებთან ერთად, თუმცა მისი გავრცელების სტატისტიკა გამორჩეულია. მიმდინარე წელი წინა წლებთან შედარებით რადიკალურად არის განსხვავებული, მომატებულია ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევები. 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს.

ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ძირითადად ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. კლინიკაში გვაქვს ფილტვები ანთებით მიმდინარე შემთხვევები”, – განუცხადა ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები