11 ათასზე მეტმა ადგილობრივმა ბელგოროდის რაიონის კრასნოიარუჟსკის ოლქი დატოვა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, თავიანთი დასახლებები მათ ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე დატოვეს.
„ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, – განაცხადა მან.
გუშინ, გუბერნატორმა გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნული რაიონი რუსეთის კურსკის ოლქსა და უკრაინის სუმის ოლქს შორის მდებარეობს. მოგვიანებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე შესასვლელი ჩაკეტა.