“გაგრაში ტყის ხანძრის ჩასაქრობად, აფხაზეთს ამ ეტაპზე რუსეთის დახმარება არ სჭირდება”, – ამის შესახებ Sputnik-ს ოკუპირებილი გაგრის რეგიონის დაცვის ე.წ. ხელმძღვანელმა, დავით ბგანბამ განუცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენ ცეცხლს საკუთარი ძალებით ვუმკლავდებით, თუ საჭირო იქნება, დახმარებისთვის მივმართავთ ჩვენს კოლეგებს“, – აღნიშნა ბგანბამ.
დაახლოებით 08:30 საათიდან გაგრაში, კილოდნაია რეჩკას ტერიტორიაზე, რესპუბლიკურ გზატკეცილზე 60 ჰექტარზე ტყე იწვის. ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
„ეს არის ძნელად მისადგომი ტერიტორია, სადაც მივედით, ხანძარი უკვე ნაწილობრივ ლიკვიდირებულია და ახლა დაახლოებით 50 ჰექტარზეა“, – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
როგორც ბგანბამ აღნიშნა, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება და ავტორტანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.