ზელენსკი: არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არის ახალი მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებისთვის საღამოს მიმართვაში განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელიც ამ დღეებში ჩინეთში იმყოფება, თავის კოლეგასთან მოლაპარაკება გამართა და შეხვედრის შედეგებზე ესაუბრა.

„უკრაინელი ოფიციალური პირის ვიზიტი ამ დონეზე, პირველი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში. და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან [კულებამ] ასევე დაადასტურა ის, რაც მითხრა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა – რომ ჩინეთი არ მიაწვდის რუსეთს იარაღს, ველოდები მინისტრის დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები