ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშვებულია 250-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივების თქმით, ისრაელის არმიამ ქალაქი ავიაციით და არტილერიით დაბომბა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხან იუნისის აღმოსავლეთით ისრაელის სამხედრო მანქანები და ბულდოზერებია განლაგებული.

არსანიშნავია, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერიტორიიდან, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად იყო განსაზღვრული, მასშტაბური ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები