აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ბაიდენის მიერ მხარდაჭერილ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს აკრიტიკებს.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ჰარისი ბაიდენზე უარესი პრეზიდენტი იქნება.
„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.