აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„დღეს დიდი სიამაყითა და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ უსაზღვრო ოპტიმიზმით მხარს ვუჭერ კამალა ჰარისის კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე. ჩემი ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერა კამალა ჰარისის პრეზიდენტობის მიმართ არის ოფიციალური, პირადი და პოლიტიკური“, – ნათქვამია პელოსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.