ქალაქ რაფაჰში სამხედროებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის შეტაკებები მოხდა. ისლამური “ჯიჰადისა” და “ჰამასის” წარმომადგენლების ცნობით, ისრაელის ძალებს ისინი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და ნაღმმტყორცნებით უპირისპირდებიან, “ცაჰალი” კი ოპერაციის შედეგად “ჰამასის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოკვლის შესახებ იტყობინება.
ისრაელის საჰაერო თავდასხმამ იემენში, ჰუსიტების ობიექტებზე, მასიური აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ისრაელის არმიის ქმედება საპასუხო რეაგირება იყო ერთი დღით ადრე, თელ-ავივში დრონით მომხდარ თავდასხმაზე. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა. იემენში ჰუსიტებზე ისრაელის საპასუხო იერიში პირველია ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ.