ქართველმა ჩოგბურთელმა – საბა ფურცელაძემ, კარიერაში პირველად, Challenger-ის ტურნირის ფინალში ითამაშა

საბა ფურცელაძემ Astana Challenger-ზე იასპარეზა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს შეხვდა და ორსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 4:6, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ საბა ფურცელაძემ „ჩელენჯერის“ ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა.

ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი, ყაზახი, სლოვაკი სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარფინალში მან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ევგენი კარლოვსკის სძლია. საბა ფურცელაძე ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა. წ. მაისში პირველად საქართველოში, კაჭრეთში, ATP Challenger Tour -ის ტურნირი გაიმართა მამაკაცებს შორის. ერთეულთა თანრიგში ჩემპიონატის ფინალში ალექსანდრე ბაკში ფრანგ რობინ ბერტრანდს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა დაძაბული სამსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 1:6, 6:3, 5:7 დათმო.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები