მათი მიზანია, რამენაირად ბარიერი გადალახონ – კახიანი ოპოზიციის გაერთიანებაზე

ასეთი გაერთიანებები ჩვენ წინა არჩევნების დროსაც გვინახავს და როგორი შედეგებით მთავრდებოდა ეს არჩევნები, საზოგადოებისთვის ესეც ცნობილია,- ასე ეხმიანება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

მისი თქმით, ოპოზიციას გაერთიანება ბარიერის გადალახვის გამო უწევს.

“ეს გაერთიანებები რას ემსახურება? არიან პარტიები, რომელთა მიზანი არის რამენაირად ბარიერი გადალახონ და უწევთ ისეთ გაერთიანებებში ყოფნა, როდესაც ერთმანეთს ადრე აკრიტიკებდნენ და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ”,- განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები