“ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა” – სამაგისტრო გამოცდების მონაწილე, რომელიც გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა

“გაიცანით საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილე – ხატია ცარციძე, რომელიც გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა”, – ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა, ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა (ვგულისხმობ როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდებს).

როგორც წესი, გამოცდებს წარმატებით ვაბარებ, თუმცა, ინტერესების მრავალფეროვნების გამო ხშირად ვიცვლი მიმართულებას”, – ამბობს ხატია ცარციძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები