“ვულოცავ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში გასვლას” – შალვა პაპუაშვილი
“ვულოცავ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში გასვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.
“დიდი შედეგია. მას შემდეგ, რაც ვაჟთა ნაკრებმა ასე გაგვიხარა გული, სასიხარულოა ძალიან, რომ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ასეთ წარმატებებს აღწევს. ვუსურვებ მათ წარმატებას შემდეგ ეტაპებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.