“ყველა მათგანს ხელში ისევ ლგბტ დროშა უჭირავს, მათ ეს დროშა ეროვნულით არ შეუცვლიათ” – მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

ოპოზიციონერი დეპუტატების წინასაარჩევნო გაერთიანებას კიდევ ერთხელ ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში კონფიგურაცია კარგად ლაგდება.

“ოპოზიციონერი ლიდერები კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ერთიანდებიან ერთი მიზნით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.

ყველა მათგანს ხელში ისევ ლგბტ დროშა უჭირავს, მათ ეს დროშა ეროვნულით არ შეუცვლიათ. არავის უთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არასწორია, რომელიც გვავალდებულებს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ეს ყველაფერი „კარგად“ ლაგდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები