”ლელოს“ „განაცებისგან“ დაცვა შეთავაზება არ იყო, ეს ჩვენი მიზანი იყო და არის, მომავალშიც იქნება – დაუშვილი

”ლელოს“ „განაცებისგან“ დაცვა შეთავაზება არ იყო, ეს ჩვენი მიზანი იყო და არის, მომავალშიც იქნება, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ლელოს“, ამ ახალ გაერთიანებას, ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, ბარიერის გადალახვას, განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა. ერთადერთი, რასაც ვისურვებთ და რაც მიზნად გვაქვს დასახული, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ, ამ ქვეყანაში კითხვა არ უნდა გაჩნდეს – მშვიდობას ალტერნატივა გააჩნია, თუ არ გააჩნია, და ის რომ ქვეყანა დავუბრუნოთ ევროინტეგრაციის გზას. პოლიტიკა არ არის პირადი ოცნებების და პირადი სურვილების სივრცე – მე ამასთან ვისურვებდი, ამასთან მომინდებოდა, ეს შენი პირადი ცხოვრება კი არ არის, ეს პოლიტიკა და ქვეყანაა“, – განაცხადა დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები