მამუკა მდინარაძე: ოპონენტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია
„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, რასაც დაავალებენ, იმაზე შეთანხმდებიან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე – რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, მდინარაძე განმარტავს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, ახლა ოპონენტების მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია.
„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, აი, ამ ხალხმა ყველამ ერთად მოიყარეს თავი. მაგათთვის არ არსებობს ვერ შეთანხმდნენ, შეიძლება მეორეხარისხოვნები ვინც არიან იქ, ისინი ობიექტურად ვერ თანხმდებიან, კამათს უყურებენ. საოცრებები ხდება იქ შიგნით. ესენი შეიძლება გულწრფელად ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაცებში შევდივართ და აი, კამათობენ გვარამია და გახარია ერთმანეთში და ვერ თანხმდებიან. რეალურად, რასაც დაავალებენ, იმაზე შეთანხმდებიან. ვინ ეკითხებათ მაგათ შეთანხმებას?! ფიქრობენ, რომ ერთიანი ძალებით, რომ გამოვიდნენ, მათი შიდა მსჯელობის საგანი არის ასეთი, რომ მაქსიმუმ 20-25% და ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება გარანტირებული. ახლა ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილიდან წამოიღონ ხმები. მაგალითად „ლელო“ ცდილობს დააჯეროს სხვები, რომ გახარია ეხმარება. „განაცებისგან“ უნდა დავიცვაო, ვითომ ესენი ნაცები არ არიან რა?! გვარამიამ და მელიამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენ ნაცები არ ვართო, საკუთრივ ნაცმოძრაობაა ორად გაყოფილი. პარტია შიგნიდან გაიყო ორ ნაწილად, როგორც „ევროპული საქართველო“ ვერ იქნება გამიჯნული ნაცებისგან ვერაფრით, თავის დროზე გაყვეს და ვერაფერი ქნა „ევროპულმა საქართველომ“ და ნაცებად დარჩნენ. ახლა ხუთიანის ფაქტორზე იყო საუბარი და ახლა გაყვეს ეს ორად. ეს ორი თავისას წაიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.