მამუკა მდინარაძე: არსებობენ ძალები, რომლებმაც შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია იმ პატრიოტ ადამიანს, შვეიცარიის ბანკი, მეორე რომ იყო მსოფლიო რეიტინგში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მართავენ გარკვეული დიდი ძალები და იმის მტკიცება, რომ „გლობალური ომის“ პარტია არ არსებობს, არასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„არ გეუცნაურათ ის ამბავი, რომ როგორც კი მე, ირაკლი კობახიძემ და სხვებმა გავაკეთეთ შეფასება ამასთან დაკავშირებით [ტრამპზე თავდასხმა], იმ წუთშივე გამოვარდნენ ყველანი, მთელი აგენტურული სპექტრი და დაიწყეს ზოგმა ვითომ დამცინავად ანუ სხვადასხვა კატეგორიის მიმართულებით დაცვა რაღაც საკითხებში. ვიღაცები წერდნენ – „ვსო, დავიშალეთ, თურმე გლობალურ პარტიას უსვრია“. ვისზე წუხხარ? ვის იცავ? არ არსებობსო გლობალური ომის პარტია. პარტია ასე რეგისტრირებული „გლობალური ომის“ პარტია, მართლაც არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. მაგრამ რაც გინდა დავარქვათ. მე მოვიხსენიე, როგორც „გლობალური ომის“ ძალები. არსებობენ რაღაც ძალები, ეს წითელ ხაზებში რომ დავრჩეთ ამიტომ ვლაპარაკობთ ასე და ვიღაცებს ძალიან უნდათ, რომ ეს წითელი ხაზები გადავლახოთ და არ ვშვრებით ჩვენ ამას.

არსებობენ, რაღაც ძალები, ვინც, აი, ამ ყველაფერს, რაც ხდება, უზრუნველყოფენ. მათ შორის შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ. ბიძინა ივანიშვილი ჰქვია იმ პატრიოტ ადამიანს. შვეიცარიის ბანკი, მეორე რომ იყო მსოფლიო რეიტინგში. და ასეთი ბანკი გააკოტრეს, ერთი კაცის დასაშანტაჟებლად – რომ ვერ დააშანტაჟეს ისეთის. და ამას ვინ აკეთებს – ის ვიღაც ჯაფარიძე-გირჩი, ვაშაძე თუ ლაკა ხოშტარია რუბლებით დაფინანსებული? ვისაუბროთ ტრამპზე. ე.ი. ერთი ვერსიაა, რომ ვიღაცამ შეუკვეთა და ესროლა. და ვინც შეუკვეთა, ამას დავარქვათ „გლობალური ომის“ პარტია და ორი აზრი არ არსებობს, თუ შეკვეთილი იყო, ეს ძალები დგანან ამის უკან, ტრამპის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. მეორე ვარიანტია, რომ თავისით ქნა ამ კაცმა. მარტო თუ მოქმედებდა, რა იყო ამისი საფუძველი?“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ტრამპს ესროლა, სავარაუდოდ პირდაპირ ასრულებდა „გლობალური ომის“ ძალების დავალებას ან მათივე პიარის მსხვერპლი გახდა.

„რას ესროლა იმ ადამიანმა, ესროლა ომის დასრულებას, ესროლა კონსერვატიულ მიმართულებებს. ამას ამბობს ტრამპი, ესროლა უკონტროლო ემიგრაციის აკრძალვის ინიციატორს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები