სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„პოლიტიკურმა და თავდაცვის კომიტეტმა, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლად მაგდალენა გრონო აირჩია. ფორმალურად, მის კანდიდატურას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში“, – წერს ჩეხეთის წარმომადგენლობა.