“ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში” – მაჭავარიანი

“არსებობს უკვე ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შეთანხმებაც ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  როცა ის გრძნობს, რომ ცხოვრობს სუვერენულ სახელმწიფოში.

ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაფიოდ დაჰპირდა ჩვენს მოსახლეობას, უკვე მეორედ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევასრულებთ. როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან იმისთვის, რომ ოპოზიცია გაჯანსაღდეს.

ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები