„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია – ლევან მაჭავარიანი
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“ნიკანორ მელია, რომელიც „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე იყო და, ფაქტობრივად, „ფეისბუქით“ გადაირჩიეს; ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება და ბატონი ჯაფარიძე, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება საქართველოში, მას პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ პატრიოტი არ ვარო და არ ვიცი, როგორ უნდა აძლევდე ხმას ისეთ ადამიანს, რომელიც თავს პატრიოტად არ მიიჩნევს. მე ვერ ვხვდები ისინი რანაირად არიან ახლები. რაც შეეხება მესამე ცენტრს, ვხედავთ როგორ მესიჯებს უშვებს ბატონი გახარია ბატონი ხაზარაძის მიმართ – „ნაცობისგან“ უნდა ვიხსნაო. ძალიან დარდობს ალბათ და ჩვენ გვახსოვს ისინი ერთმანეთს როგორ ლანძღავდნენ წლების განმავლობაში. როგორ უნდა შედგეს მათი ერთობა თუ არ იქნება უცხოეთიდან დავალება, რომელიც იქნება”, – განმარტა მაჭავარიანმა.