“ტრამპის მთელი საარჩევნო დღის წესრიგი აგებულია იმაზე, რომ როგორც კი ის გახდება პრეზიდენტი, ომი დამთავრდება” – მაჭავარიანი

“ტრამპის მთელი საარჩევნო დღის წესრიგი აგებულია იმაზე, რომ როგორც კი ის გახდება პრეზიდენტი, ომი დამთავრდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“გუშინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ასე დაყო თემა – თუ რესპუბლიკელები ვერ მოვლენ, მაშინ ეს ყველაფერი მორჩება ერთ წელიწადში და ის ინტერესი, რაც არის გარე ძალების მხრიდან საქართველოს მიმართ, რომ ომში ჩავერთოთ, ერთ წელიწადში შენელდება და აბსოლუტურად სხვა ტიპის საუბარი წავა.

მხოლოდ დროის ფაქტორია ეს ყველაფერი – მოხდება ეს შემდეგი წლის დასაწყისში თუ – ერთ წელიწადში. ყველაფერი არის დროის ნიშნული და აქაც მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ როცა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი იყო აგებული, რომ ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდნენ, რომ სტატუსი ვერ მიგვეღო”, – ამბობს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები