“საქართველო რომ ომში ჩართულიყო, ჩვენ ვიქნებოდით იმაზე უარეს დღეში, ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაა” – მაჭავარიანი

“რა თქმა უნდა, ეს საფრთხე დღესაც არსებობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში”, ომის საფრთხესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც ხალხმა თავისი ყურით მოისმინა, იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის.

იყო ასევე ღია მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხალისეები მთავრობის თანხმობით გაგვეშვა უკრაინაში თვითმფრინავით. იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ იარაღი გადაგვეცა უკრაინისთვის და შემდეგ მოგვაწვდიდნენ ამის სანაცვლოდ შეიარაღებას. ყველაფერი, პირდაპირ და ირიბად, ომში ჩართვას გულისხმობდა.

რა თქმა უნდა, საქართველო რომ ომში ჩართულიყო, ეს უკრაინის შანსებს სულ ცოტათი გაზრდიდა, მაგრამ ჩვენ ვიქნებოდით იმაზე უარეს დღეში, ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს უკრაინა იმყოფება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები