„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა” – გორდულაძე
“რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, სულ რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დარღვევაში ამხილა და მან ძალიან მძიმე შეფასებები გამოიყენა როგორც სასამართლოს, ასევე, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
“ჩვენ მიერ მიღებული ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულად შესაბამისობაშია, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. წარმოუდგენელია სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს ამ სტანდარტების გათვალისწინებით,” – აღნიშნა გორდულაძემ.