„მისტერ ოფშორი“, რომელიც სავიზო სანქციით სარგებლობს აშშ–სგან, ცდილობს საქართველოში არეულობას, ქაოსს და დესტაბილიზაციას – იონათამიშვილი
„მისტერ ოფშორი“, რომელიც სავიზო სანქციით სარგებლობს აშშ–სგან, არის ის პერსონა, რომელიც არის მასშტაბური და გლობალური დამნაშავე და ამ კრიმინალური თანხებით ის ცდილობს საქართველოში არეულობას, ქაოსს და დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერებისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ერთმანეთთან მუდმივად კლანურ დაპირისპირებაში არიან და ამ დაპირისპირების მიზეზი ყოველთვის არის ფულის გაყოფა. ნაცების მოსაგები არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარდება. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პოლიტიკური განაჩენი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, – აღნიშნა დეპუტატმა.