“სურვილია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით [ევროპარლამენტარებს] ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია” – ბოჭორიშვილი
“სურვილი არის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით [ევროპარლამენტარებს] ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
“ჰქონდეთ მეტი ობიექტური ინფორმაცია. იცოდნენ უფრო მეტი, ვიდრე პრესაში იწერება. ევროპარლამენტში არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებთან აქვთ მნიშვნელოვანი ცოდნა რეფორმებთან დაკავშირებით – აქვთ ცოდნა იმ გზასთან დაკავშირებით, რაც საქართველომ გამოიარა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გამხდარიყო.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში, იყოს ჩვენ გვერდით”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტრასბურგში იმყოფება და საკუთარ კოლეგებს ხვდება.