ვახტანგ მეგრელიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ მათ გარეშე კატასტროფა გველოდება

“ქართული ოცნება” ჯიუტად იძახის, რომ ვიღაცა ომში ჩართვას ჩვენ გვაიძულებს. თუ პოლიტიკურად “ქართული ოცნება” ვერ გაიარჯვებს, შემდეგ წელს საქართველოში იქნება ომი და ფეიერვერკების ნაცვლად ბომბები ჩამოცვივდება,- ასე აფასებს მმართველი პარტიის საარჩევნო პროცესში ჩართვას “გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი.

„ეს სუფთა წინასაარჩევნო ამბავია “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ აი ეს ნარატივი რაც შეიძლება უფრო მყარად დააჯერონ ამომრჩეველს, რომ ქართული ოცნების გარეშე, ფაქტიურად, კატასტროფა გველოდება, მაგრამ ამას აკეთებს ისე, რომ არ შეუძლია დაადასტუროს, ვინ არის ის მხარე, ის ადამიანები, რომლებიც მსგავს მოთხოვნას ჩვენს ხელისუფლებას უყენებენ”,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები