“ქართულმა საზოგადოებამ იცის, წინა ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებდა, რამაც რუსეთს აგრესიის განხორციელება გაუადვილა” – ქადაგიშვილი

„პოლიტიკური პროვოკატორები პოლიტიკური მიზნის გამო ქვეყანას სწირავენ. „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის, სახელმწიფოს გრძელვადიანი, შორსმიმავალი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“ომის დამნაშავე და აგრესიის წყარო რუსეთის ფედერაციაა. რა თქმა უნდა, ეს უპირობო მოცემულობაა, რასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოებში სამი პროცესი მოიგო. საუბარია იმაზე, იმ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, წინა ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებდა, რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები