“სწორედ “ქართული ოცნება” ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებას და ევროპისკენ სვლას” – ქადაგიშვილი
“სწორედ “ქართული ოცნება” ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებას და ევროპისკენ სვლას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” და მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც თვალნათლივ მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, სანქცირებული მებრძოლების გაგზავნაში და რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლაში, რაც 2008 წელზე კიდევ უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა საქართველოში. გამომდინარე აქედან, ასარჩევია: ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით შესვლა ევროპაში თუ გვინდა ისევ ტრაგედია, როგორიც იქნება ვიღაც აქტორების მხრიდან ტაშდაკრული, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს”, – აღნიშნა დეპუტატმა.