„ოპოზიციის მთელი მზაკვრობა ისაა, რომ მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა” – ქადაგიშვილი

„ოპოზიციის მთელი მზაკვრობა ისაა, რომ [მათთვის] მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა – ასე გამოდის მათი მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ. გახსოვთ, 2008 წლის წინაისტორია როგორი იყო? როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი მეორეზე უდიდესი შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მოიღო, საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო და თავისი პროვოკაციული ქმედებებით მივიღეთ 2008 წელი – რუსული აგრესია საქართველოში. ეს არის სწორედ, როდესაც პოლიტიკური პროვოკატორები პოლიტიკური მიზნის გამო ქვეყანას სწირავენ”, – განმარტა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები