რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციაზე: 2012 წლიდან ეს ადამიანები ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე

”მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“ეს ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ამისი ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” – კრიმინალის ინდიკატია და მისი ლიდერები არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლის დამნაშავეები, არამედ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ ყოველთვის მტრული პოზიციონირებით გამოირჩეოდნენ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები