დაუშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ამბობენ, ოლიგარქიას ვებრძვითო და თავადაც იმავე მოცემულობაში არიან
“მათი ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ყველაზე დიდი პრობლემა იცით რა არის, ამბობენ, რომ ოლიგარქიას ვებრძვითო და თავადაც იმავე მოცემულობაში არიან”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
“თუ გინდა, რომ ხალხმა ნდობა გამოგიცხადოს, მაშინ უნდა დაანახო და დაარწმუნო, რომ მინიმუმ პარტიის შიგნით გაქვს დემოკრატია. მაგათ პარტიის შიგნით არ აქვთ დემოკრატია და ვინ უნდა დაარწმუნონ, რომ განიწმინდნენ და გამოსწორდნენ, იმ ყველაფერს არ ჩაიდენენ მომავალში, რაც ჩაუდენიათ”, – აღნიშნა დაუშვილმა.