“ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აირჩევს, ღირსებას, თავისუფლებას, სამართლიანობას და ერთობას” – იონათამიშვილი

“ეს იყო სახელმწიფოებრივი, ეროვნული გზავნილები, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაზე და მოსახლეობაზე ზრუნვას და ეს არის ის რაც “ქართულ ოცნებას” გამოარჩევს ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“დღეს არის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილების მიღება ჩვენი საზოგადოებისთვის! ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აირჩევს, ღირსებას, თავისუფლებას, სამართლიანობას და ერთობას – სწორედ ეს არის რითაც არის “ქართული ოცნება” უპირატესი იმ მავნებლურ და რადიკალურ ძალებზე, რომლებსაც არც სამშობლო გააჩნიათ და არც ამომრჩევლის ინტერესი არ ადარდებთ,” – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები