სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა

სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა.

„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს“, – ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები