თალაკვაძე – გაბიტაშვილზე: შერჩეულია პროფესიონალიზმის, გამოცდილების, დამოუკიდებლობის და თავისი კომპეტენციების ნიშნით

“შერჩევის პროცესი ჩატარდა წესების სრული დაცვით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გენპროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

“კანდიდატი, რომელსაც განიხილავს პარლამენტი, რა თქმა უნდა, შერჩეულია პროფესიონალიზმის, გამოცდილების, დამოუკიდებლობის და თავისი კომპეტენციების ნიშნით. ის არის კეთილსინდისიერი ადამიანი და ჩემი მოლოდინია, რომ მას ექნება სრული მხარდაჭერა პარლამენტში”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები