“ამნისტია ჰუმანურია და როგორ შეიძლება, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიყოთ” – მანჯგალაძე
“ზოგადად, ამნისტია არ არის ცუდი, ჰუმანურია და როგორ შეიძლება, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიყოთ”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.
“მაგრამ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. დიდი დრო ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, რომ წინასაარჩევნო პერიოდამდე არ მოეტანა, მაგრამ, ზოგადად, ამნისტია ცუდი არ არის.
ჩვენ ვართ ბოიკოტში”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.