“26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი ექნებათ მშვიდობასა და ომს, სიკეთესა და ბოროტებას შორის” – ლევან მაჭავარიანი
“ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ჩვენი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
“პრიორიტეტია იმ კეთილდღეობის გაზრდა, რომელსაც ატყობთ, ბოლო სამი წელი როგორ იზრდება ჩვენი ეკონომიკა. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს შეუძლებელია მშვიდობის გარეშე. 26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი ექნებათ მშვიდობასა და ომს, სიკეთესა და ბოროტებას შორის”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.